logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტული არჩევნები აღარ ჩატარდება
- +

15 ივლისი. 2019. 14:41

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 16 ივლისის სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

 

საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

 

აღსანიშნავია, რომ ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში, რომლის მაჟორიტარიც ქუცნაშვილია, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარებას აღარ იწვევს.

 

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში ან ოქტომბერში იმართება. „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, თუ დეპუტატს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე უწყდება, შუალედური არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში ტარდება, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისის შემდეგ ხდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში პარლამენტის შუალედური არჩევნები 2020 წლის მაისში ვეღარ გაიმართება, რადგან 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია.

 

ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner