logo_geo
eng_logo
შსს-ში ადასტურებენ, რომ დავითგარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
- +

15 ივლისი. 2019. 16:17

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავითგარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

 

„დავითგარეჯში შეხვედრის მიმდინარეობას გიდასტურებთ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, დეტალები ვინ ესწრება შეხვედრას, ვისი ინიციატივით იმართება და რა საკითხებს შეეხება, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავითგარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ- აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ქაცარავამ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება გუშინ დავითგარეჯში აზერბაიჯანელებს და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner