logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის აბსოლუტური სიმშვიდეა
- +

15 ივლისი. 2019. 17:45

 

 

 „ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, რაც ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მოლაპარაკების შედეგად აღმოიფხვრა. ამ დროისთვის აბსოლუტური სიმშვიდეა”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მაჭარაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას,  დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.

 

„მინდა, მივმართო საზოგადოების ყველა იმ ნაწილს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული,  დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას მივცეთ საშუალება, მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მიაღწიოს შეთანხმებას. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ინციდენტები პროცესს ხელს ვერ შეუშლის. რაც მთავარია, ამ საკითხს საზოგადოება პრაგმატულად უნდა მიუდგეს, რათა ხელი არ შეეშალოს ორ ქვეყანას შორის დემარკაციის პროცესს.

 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პრობლემა საბჭოთა პერიოდიდან მოდის, ანუ, ეს არ არის ხანმოკლე პროცესი, ის გარკვეულ დროს, პრაგმატული პოლიტიკას საჭიროებს. ეს  არ ნიშნავს პოზიციების დათმობას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის პოზიციების გათვალისწინებით, მხარეები მისაღებ შეთანხმებას მიაღწევენ.

 

შეგახსენებთ, რომ დავითგარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავითგარეჯის ტერიტორიაზე მშვიდი ვითარებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner