logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები ძალიან დახვეწილია
- +

15 ივლისი. 2019. 20:00

 

 

„მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები ძალიან დახვეწილია“, - ამის შესახებ „პირველ არხს“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით ოპონენტების გზავნილებში შეუსაბამობებია.

 

„ერთ მხარეს არის პიარკამპანია, რომლსაც სასამართლოს წინააღმდეგ წლების მანძილზე აწარმოებდნენ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ გამოძიებას არ ენდობიან და სასამართლოს ენდობიან. მერე აღმოჩნდება, რომ რეიტინგებში სასამართლო არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაში ყოფილა და ნახევარზე მეტი ამ ქვეყანაში სასამართლოს ენდობა. ოპონენტების გზავნილებში შეუსაბამობებია. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები ძალიან დახვეწილია, მსოფლიოში უპრეცედენტოდ დახვეწილი კანონია. წინასწარ არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი. შეიძლება, ნახევარი ვერ დავამტკიცოთ, შეიძლება 2/3. თუ 18 კანდიდატი შემოვა და მხარდაჭერას 12 მოიპოვებს, ექვსი ადგილი ვაკანტური დარჩება. თუ ყველა მოიპოვებს, ყველა დაინიშნება. შეიძლება, ნახევარიც ვერ ავირჩიოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, საჭიროა ყველა პროცედურის გავლა და შედეგი აჩვენებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენი კანდიდატი დამტკიცდება სიიდან, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.

 

„დინებას უნდა წავყვეთ, ყველა პროცედურას უნდა გავყვეთ და შედეგი გვაჩვენებს, რამდენი იქნება დამტკიცებული და რამდენი – არა. თავისუფალ კენჭისყრას არ გამოვრიცხავ, თუმცა რა წესით ჩავატარებთ, ამაზე ვიმსჯელებთ. ჯერ გადაწყვეტილება არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner