logo_geo
eng_logo
კახა თარგამაძე: გახარია არ არის ის ბარტყი, რომელიც „ნაციონალებს“ უნდა გადაუგდო
- +

15 ივლისი. 2019. 23:52

 

 

გახარია არ არის ის ბარტყი, რომელიც “ნაციონალებს” უნდა გადაუგდო. ახლა შს მინისტრი რომ გადადგეს, მერე იცით რას იტყვიან. ცოტა ჩაიჩოჩეთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ მაგ სკამზეო. ესენი არიან ფაშისტები, რომლებსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. აბა ერთი გაბედე და შეიჭერი რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტში, ნახავთ, რას იზამენ. გამოყენებულ ძალას ყოველთვის მოსდევს მსხვერპლიც და უსიამოვნებაც. 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მცდელობა” - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კახა თარგამაძემ ინტერვიუში გიორგი გაბუნიას სკანდალურ გამოსვლას და „რუსთავი 2“ -ის საკითხზეც ისაუბრა:


„რუსთავი 2“-მა დაღუპა ისტორიულად საქართველო, ყველა უბედურება, რაც ჩვენს თავს ხდება, ამ ტელეარხიდან იწყება…
გაბუნიას გამოსვლაც წინასწარ დადგმული პროვოკაციული გეგმის ნაწილი იყო. ვინ მისცა ამათ ამდენის უფლება?! თურმე, შეეშინდა პუტინს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების და უკან დაიხია - ქართველ ერს არ დავუპირისპირდებიო. გადასარევი ობიექტი აგვირჩევია შესაშინებლად.

 

ვგიჟდები, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ნერვები აღარ მყოფნის. სააკაშვილი არის მოზვერი, ლეში, ძროხა, გათახსირებული კაცი, საქართველოს ბედისწერა. სამი 6-იანი აწერია შუბლზე, ეშმაკის მოციქულია ჩვენი ქვეყნის დასანგრევად. ამას პირველად ხომ არ ვამბობ? ასე მშვიდად როგორ იტანთ ამ გარეწრის და მისი მიმდევრების, „ნაციონალების“ გაუთავებელ ბოგინს ქვეყანაში, არ მესმის პირდაპირ!“ - განაცხადა თარგამაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner