logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს!
- +

16 ივლისი. 2019. 13:30

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, „დედაენის“, როგორც ფასეულობის დაცვა, მისი ოფიციალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი და ეს არის იუნესკოს მოთხოვნაც.

 

„თავად იაკობ გოგებაშვილი ამბობს, რომ „დედაენის“ შედგენასა და გაუმჯობესებაზე ათჯერ უფრო მეტ დროს მის დაცვას ანდომებდა. ასე რომ, არ არის გასაკვირი, თუ ჩვენს დროშიც სჭირდება „დედაენას“ დაცვა.

 

ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ „აი ია“-ს, ამ გენიალური პალინდრომის პრინციპზე აგებული და იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი „დედაენა“ შევა სკოლებში, სადაც გათვალისწინებული იქნება თანამედროვეობაც. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს!

 

ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიები, განვითარება, თანამედროვე ცოდნა და ამავდროულად უაღრესად დიდი საგანმანათლებლო ტრადიციების და ფასეულობების დაცვა, რასაც წარმოადგენს „დედაენა“ და მისი დაცვა და მოვლა სწორედ ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი, რასაც მიუთითებს და ითხოვს იუნესკო და ამ პრინციპს დაეფუძნა კიდეც ჩვენს მიერ მიღებული კანონის მოთხოვნაც“, - ამბობს ზაზა გაბუნია.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner