logo_geo
eng_logo
ხატია მოისწრაფიშვილი: 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი საქართველო გახდა
- +

16 ივლისი. 2019. 14:53

 

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ - 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი საქართველო გახდა. გადაწყვეტილება გუშინ, მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო“, -ამის შესახებ ხატია მოისწრაფიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის საქართველოს გამარჯვება და რეალურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული სპორტული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა“, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

 

„სპორტის მეშვეობით ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპას“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner