logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარიას გადადგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა
- +

17 ივლისი. 2019. 17:14

 

 

„დღეს პარტიის ხელმძღვანელმაც თქვა და გახარიამაც აღნიშნა, რომ მისი გადადგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა“, - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

 

მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებზე, რომლის შედეგადაც ადამიანებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, გამოძიება მიმდინარეობს და 2 პოლიციელი დაკავებულია.

 

„დღეს პარტიის ხელმძღვანელმაც თქვა და რამდენიმე დღის წინ თავად გიორგი გახარიამაც აღნიშნა, რომ მისი გადადგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული დემორალიზება. „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო დაშლა. მე არ ვსაუბრობ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ადამიანებმა და ესენი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ამას გამოძიება სჭირდება და ჩვენ კონკრეტული შემთხვევებიც ვნახეთ, როდესაც 2 პოლიციელი დააკავეს, გამოძიება გრძელდება. არავის, თანამედროვე მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია და კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით. ამ დროს, საქართველოში ისმება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. რამდენად რელევანტურია ეს ორი რამ ერთმანეთთან, ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner