logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა
- +

17 ივლისი. 2019. 18:52

 

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც ინგა გრიგოლიაზე ახორციელებენ“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

 

გიორგი გახარიამ ჟურნალისტს გადაცემაში მიწვევისა და მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა“, - განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, პროკურატურაში მას ბევრი კითხვა დაუსვეს, რომლებსაც პასუხი გასცა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner