logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა დამთავრდა...
- +

18 ივლისი. 2019. 14:25

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, დადასტურდა, რომ შეჩერების მექანიზმი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მოსარჩელე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა.

 

„სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, არის კიდევ თემები, რომელიც ზუსტად ახასიათებს იმ პერიოდს, როდესაც ქონების წართმევა-წაგლეჯა იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა. იგივე ვაზაგაშვილის თემასთან დაკავშირებით, კიდევ მეორე მოქალაქესთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარღვეული იყო სიცოცხლის უფლება და წამების ფაქტი – საკმაოდ მძიმე ფაქტი დაადასტურა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ხელისუფლება გამტყუნდა, მაგრამ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს დანაშაულები ჩაიდინა თავის დროზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ აღსრულება დღესვე დაიწყოს, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ეს ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner