logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს
- +

18 ივლისი. 2019. 16:37

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეზე „ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ – გაიმარჯვა საქართველომ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, ანუ დანაშაულს წარმოადგენს.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილისა და გოგალაძის საქმეებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მემკვიდრეობა დაუტოვა სახელმწიფოს სააკაშვილის რეჟიმმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

 

ამასთან, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო განცხადება შეიტანა. სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვდა. რამდენიმე საათის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქიბარ ხალვაშს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ დაურეგისტრირა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner