logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური სერვისების კომპანია VFS Global-თან მემორანდუმი გააფორმა
- +

19 ივლისი. 2019. 21:27

 

 

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის გაფორმდა მორიგი მემორანდუმი, რომლის მიზანია სავიზო პროცედურების გამარტივება, ტექნიკური ხარვეზებისა და ბარიერების აღმოფხვრა და სავიზო დოკუმენტების ადგილზე - ინდოეთში - შემოწმება, რაც ხელს შეუწყობს რეალური ტურისტების და კეთილსინდისიერი ვიზიტორების საქართველოს საზღვარზე თავისუფლად გადაადგილებას.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით არსებული მექანიზმების დახვეწაზე. ინდოეთის მოქალაქეებისათვის სავიზო პროცედურების დახვეწის მიზნით, ქართულ მხარეს უკვე გაფორმებული ჰქონდა შეთანხმება საერთაშორისო ავტორიტეტულ კომპანია VFS Global-თან, რომლის საფუძველზეც ინდოეთში ფუნქციონირებს 16 სავიზო პუნქტი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, ხოლო VFS Global-ის მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა კრის დიქსმა და ინდოეთის ჩრდილო და აღმოსავლეთ რეგიონების ხელმძღვანელმა ალოკ სინჰალმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner