logo_geo
eng_logo
პაატა სალია: ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ უნდა გამოვიდეს გიორგი გაბუნია სამსახურში, სანამ შეზღუდვა არ მოეხსნება
- +

20 ივლისი. 2019. 01:17

 

 

„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარისას არხის თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

სალიას თქმით, როდესაც გიორგი გაბუნიას მოეხსნება შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას: 

გაბუნიასთან დაკავშირებით საკითხი დღეს არ დასმულა. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით, რომ 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ვნახეთ, რომ ამაზე საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსენსუსი იყო. არ ვიცი რატომ გაჩნდა ის მოსაზრება. ვერ ვხედავ საფუძველს, რამ უნდა შეცვალოს ის გადაწყვეტილბა, რომელიც თვითრეგულირების საბჭომ მიიღო. როცა მას მოეხსნება 2 თვის მერე შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას", - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner