logo_geo
eng_logo
ეგზიტპოლი: სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0,4% მიიღო
- +

21 ივლისი. 2019. 22:51

 

 

უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა მოძრაობამ“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო.

 

ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ "ხალხის სამსახურში" მოიპოვა.

 

20 ივლისს  მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს ვადამდელ არჩევნებში უკრაინის პირველი პირის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობდა. რადაში სულ 424 ადგილია. საარჩევნო ბარიერი 5%-ა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner