logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მოდად იქცა, რომ თუკი პირს გამოკითხვაზე იბარებენ, აპელირებენ, თითქოს ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით მიდგომას
- +

8 აგვისტო. 2019. 16:21

 

 

„ამ ბოლო დროს მოდად იქცა, რომ თუკი პირს გამოკითხვაზე იბარებენ, ყველა აპელირებს, რომ თითქოს ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით მიდგომას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „TV პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის გამოკითხვას.

 

„ნებისმიერი პირის გამოკითხვაზე დაბარება, საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარება უნდა დავცალოთ პოლიტიკური შეფასებებისგან, არ უნდა გადავზარდოთ პოლიტიკურ ჭრილში. ამ ბოლო დროს მოდად იქცა, რომ თუკი პირს გამოკითხვაზე იბარებენ, ყველა აპელირებს, რომ თითქოს ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით მიდგომას. კონკრეტული საგამოძიებო ორგანო როგორ საგამოძიებო ტაქტიკას აირჩევს, ვის როდის გამოკითხავს და რა სახის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ამ შეკითხვის ადრესატი არ არის ხელისუფლება. ეს არასწორი მიდგომაა. ხელისუფლება კი არ არის, არამედ ერთი კონკრეტული დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, პასუხისმგებელია გასცეს კონკრეტულ შეკითხვებს პასუხი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner