logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია
- +

8 აგვისტო. 2019. 17:04

 

„აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

 

მან აგვისტოს ომის ქრონოლოგია გაიხსენა და აღნიშნა, ეს ომი გახლდათ „რუსთავი 2“-ის პიარით მიღებული.

 

„ეს ომი გახლდათ „რუსთავი 2“-ის პიარით მიღებული და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული. რომელმაც ოკუპანტ ქვეყანას მისცა საშუალება თავის პოზიციები გაეძლიერებინა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით ასევე სამხედრო კუთხითაც. სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა აღადგინა თავისი ბაზები, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკას სააკაშვილმა რუსებს გადასცა სტრატეგიული და ენერგეტიკული ობიექტები. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში თუ არ ჩავთვლით სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის მოქმედებებს 1921 წელს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

მისივე თქმით მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ შეატყობინა და დაუმალა რუსეთის მიერ დაწყებული აგრესია.

 

„საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის აგრესიასთან დაკავშრებით არ შეიტანა განაცხადი გაერო-ს უშიშროების საბჭოში. ჩვენ როგორც გაერო-ს წევრი ქვეყანა ვალდებულნი ვიყავით გაერო-ს წესდებით, როგორც კი სამხედრო აგრესიის ნიშნები გაჩნდებოდა მიგვემართა გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის. ეს საბჭო სწორედ მაგიტომ არსებობს, რომ ესეთი კონფლიქტები შეაჩეროს ეს დაუმალა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაშინდელმა ხელისუფლებამ და თქვენ წარმოიდგინეთ უშიშროების საბჭოში განაცხადი პირველმა რუსეთმა შეიტანა“, - განაცხადა მწვანეთა ლიდერმა.

 

გიორგი  გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მხარის დაჭერა იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული.

 

„2008 წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო მიღებული. რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაც“ მონაწილეობდა და ამ რეზოლუციით გაუპრავეს რუსეთს ის ყველაფერი რაც მათ ჩაიდინეს საქართველოს წინაშე, რეზოლუციაში ჩაიწერა პირდაპირ, რომ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები, რომლის საპასუხოდაც რუსეთმა გამოიყენა ძალა“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner