logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველოს ყველა საელჩოს მიცემული აქვს ინსტრუქცია, რომ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის ფორმატში იყვნენ
- +

16 აგვისტო. 2019. 19:08

 

 

„საქართველოს ყველა საელჩოს მიცემული აქვს ინსტრუქცია, რომ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის ფორმატში იყვნენ,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს დიპლომატიური კორპუსის ადგილზე ჩასვლის მიზანი იყო ერთი მხრივ, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეკავება და მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება.

 

„საქართველოს ყველა საელჩოს მიცემული აქვს ინსტრუქცია, რომ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის ფორმატში იყვნენ და მათ ბოლოს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდეს. დღეს დიპლომატიური კორპუსის ჩასვლა გუგუტიანთკარში, ისევე, როგორც ამ დღეებში პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ერთი მხრივ ემსახურებოდა საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეკავებას და მეორე მხრივ, წარმოადგენდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner