logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია
- +

17 აგვისტო. 2019. 17:47

 

 

„ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ეს ცალსახად არის უკანონო ოკუპაციის ნაწილი“, – ამის შესახებ სოფელ გუგუტიანთკართან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ფაქტის შესახებ ხელისუფლებამ შეატყობინა დიპლომატებს და ელჩებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იყვნენ ჩასული.

 

„ასევე, რაც გვაქვს – მონიტორინგის მისია, ცხელი ხაზი და საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც არიან ჩართული კონფლიქტისპირა სოფლების მონიტორინგში, მათ შევატყობინეთ და რეაგირება იყო და ხდება ახლაც. რაც მთავარია, უკანონო პროცესი, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის, ხელისუფლებისა და საზოგადოების რეაქცია, ამ მომენტისთვის არის შეჩერებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული ინიციატივები, რომელიც ხელისუფლებას კონფლიქტისპირა სოფლებისთვის აქვს ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროგრამების მხრივ.

 

„ამ შემთხვევაში, თუ განსახლების ან სხვა სოციალური პრობლემები ამ ოჯახებს დამატებით ექნებათ, ეს ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება. კონფლიქტისპირა სოფლებში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდებოდა, ხორციელდება დღესაც და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ოჯახებს, ვინც იქ ცხოვრობენ და აქვთ დამატებითი პრობლემები და საფრთხეები, ამის გამო განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს უკავშირდება მათთვის შემოსავლის წყაროებსაც და საჭიროებებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით დგას აღნიშნულ სოფლებში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

არჩილ თალაკვაძე პრაგმატული პასუხისმგებლიანი პოლიტიკის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ უსაფრთხოების ის ვითარება და მდგომარეობა, რომელიც ამ წლების განმავლობაში არსებობს. ამისთვის საჭიროა პრაგმატული პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. საჭიროა, გავაგრძელოთ ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება. ეკონომიკური განვითარებითა და დემოკრატიის გაძლიერებით ჩვენ მივაღწევთ, რომ მომავალში ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამისთვის საჭიროა, საქართველო არც ერთ პროვოკაციას არ წამოეგოს და არ დაირღვეს უსაფრთხოება და განვითარების ტემპები, რომელიც არსებობს.

 

„ჩვენს მომავალს განვსაზღვრავთ ჩვენ და არავინ სხვა, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი. ამასთან, დღეს და გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ადგილზე სამუშაოები არ განუახლებიათ.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner