logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ჩვენი თანამოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს
- +

17 აგვისტო. 2019. 22:43

აკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ჩვენი თანამოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს

 

 

„სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

 

„ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“, - წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

 

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ახალუბნიდან 6 მამაკაცია გაუჩინარებული, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner