logo_geo
eng_logo
გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ოჯახი პროკურატურას მიმართავს
- +

19 აგვისტო. 2019. 01:40

 

გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ოჯახი ხვალ პროკურატურას მიმართავს. ინფორმაციას 1tv.ge-ი ავრცელებს.

როგორც შვილი, გიორგი ჭანტურია აცხადებს, საქმეში არ არსებობს დაზარალებული და არ დაკითხულა არც ერთი მოწმე.

ფორმალური გამოძიება მკვლელობის დროს დაიწყო, თუმცა სასაცილოა, რომ ის ხელისუფლება იძიებდა გიორგი ჭანტურიას მკვლელობას. ვითხოვთ სრულფასოვან გამოძიებას და მივმართავთ წერილობით პროკურატურას” - აცხადებს გიორგი ჭანტურია.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი გიორგი ჭანტურია თბილისში 1994 წელს მოკლეს.

გიორგი ჭანტურიას 19 აგვისტოს 60 წელი შეუსრულდებოდა. 


right_banner right_banner
არქივი
right_banner