logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად, მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის
- +

20 აგვისტო. 2019. 15:06

„საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად, მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს.

 

„ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება - შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩავატაროთ; უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვაძლევდა; ვცვლით პარტიების დაფინანსების წესს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ა. შ.

 

და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია, მუშაობა გრძელდება  - სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ გვექნება საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner