logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გაგრის გარკვეული ნაწილის დარეგისტრირება, როგორც რუსეთის საკუთრება, თავად აფხაზი საზოგადოებისათვის არის მიუღებელი
- +

20 აგვისტო. 2019. 18:55

 

„გაგრის გარკვეული ნაწილის დარეგისტრირება, როგორც რუსეთის საკუთრება, თავად აფხაზი საზოგადოებისათვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ თემის კომენტირებისას. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრის რაიონის ნაწილი, მთა აიბღას ტერიტორიაზე, რუსეთის რეესტრში, როგორც ამ ქვეყნის კუთვნილება არის შეტანილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის საკადასტრო დოკუმენტებში აიბღაზე მონაცემები შესულია 2002 და 2009 წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ კი, რეაგირება არ მოახდინა.

 

„ეს ფაქტი არის ის თემა, რაც მუდმივ რეჟიმში რუსეთს უქმნის დისკომფორტს. მოხდა 2002 წელს და დაზუსტდა 2009 წელში. ფაქტია, რომ ეს მოხდა იმ პერიოდში, როდესაც განაგებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამას ბრალს უყენებენ დღეს საქართველოს ხელისუფლებას.

 

საერთაშორისო დონეზე არ არის ეს საკითხი არანაირად ლეგიტიმური და გარდა ამისა, ოკუპაციაა მძიმე დანაშაული, რასაც რუსეთი სჩადის. გაგრის გარკვეული ნაწილის დარეგისტრირება, როგორც რუსეთის საკუთრება, ეს არის ის თემა, რომელიც მოურჩენელ ჭრილობად აწევს არა მარტო მსოფლიო საზოგადოებას, არამედ თავად აფხაზი საზოგადოებისათვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner