logo_geo
eng_logo
ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
- +

21 აგვისტო. 2019. 00:56

 

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარში განხორციელებულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

 

„რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს.

 

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას და ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების - ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აქტიურად გამოყენებას. ევროკავშირი კვლავაც მონაწილეობს და ჩართულია საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის გაგრძელებით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner