logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზზე ჩავდივარ მაშინ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით
- +

22 აგვისტო. 2019. 19:37

 

„მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს ვილნიუსში განუცხადა კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა სოფელ გუგუტიანთკარში და არ გააკეთა ამ საკითხზე განცხადება.

 

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

 

„ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“, – განაცხადა პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ის ჩადის საოკუპაციო ხაზთან, როცა მას მიაჩნია საჭიროდ.

 

„მე მგონი, ვარ შვიდჯერ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, მისი მოვალეობაა საუბარი საქართველოს პარტნიორებთან.

 

„ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner