logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ერთად მომავალში კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე ვიმუშავებთ
- +

25 აგვისტო. 2019. 02:47

 

 

“საქართველოს კონსტიტუციის დებულებების სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ჩვენ გვეამაყება, რომ 1921 წელს, დამფუძნებელთა კრებამ დაამტკიცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც პროგრესულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობოდა. გვეამაყება, რომ საქართველოს ШЧ მოწვევის პარლამენტმა ასევე, შეძლო ისტორიული მისიის შესრულება, წარმატებით განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა და დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია-დახვეწილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მტკიცე საფუძველს. მადლობას გიხდით ყველას, თქვენი წვლილისთვის; მადლობას ვუხდი პარლამენტის წინა თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ცივილიზებულ მსოფლიოში. ის აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ, ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და ზეპარტიული პრეზიდენტით. ასევე შემოაქვს პოლიტიკური ბალანსი, მკაფიოდ გამიჯნული უფლებამოსილებები, არჩევნების პროპორციული სისტემა და ოპოზიციის გაფართოებული უფლებები.

 

რაც მთავარია, აღიარებს რა თავისუფალ ადამიანს უზენაეს ღირებულებად, საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს ძირითად უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს შეუქცევადს ხდის.

 

სიმბოლურია, რომ უკანასკნელ წლებში კონსტიტუციის დღეს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ერთად აღვნიშნავთ, რადგან კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ურთიერთობის გარანტიაა. კონსტიტუციით ჩვენ ვუკავშირდებით სახელმწიფოს და სახელმწიფო გვიკავშირდება ჩვენ.

 

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულებათა სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება. მე მჯერა, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების კვალდაკვალ, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად მომავალში დავიწყებთ კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე მუშაობას, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner