logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გეგმები, რაზეც გიორგი გახარიამ ილაპარაკა, სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:24

 

„ის მომავალი გეგმები, რაზეც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ილაპარაკა, სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს და თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება. ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას და არა იმიტომ, რომ ჩვენ მაინც და მაინც, რადგან ერთი გუნდი ვართ, დახუჭული გვაქვს თვალი, თუნდაც იმ გარკვეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს“, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იხილებოდა.

 

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს  იმიტომაც, რომ წარმოდგენილი კანდიდატები ორიენტირებულები არიან არსებულ  ნაკლოვანებებზე  და იმ პოზიტიურის გაძლიერებაზე, რომლებიც სტრატეგიულ გეგმებად ჩამოყალიბდა.​

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner