logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: რუსეთთან მიმართებაში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ის ფორმატები, რომელსაც აქვს პოტენციალი
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:34

 

„მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ის ფორმატები, მათ შორის, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს მთავრობის დამტკიცების შემდეგ განუცხადა.

 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სიტუაციის დეესკალაციისკენ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია.

 

„საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის გაგვეგზავნა გზავნილი, რამდენად მზად ვართ სიტუაციის დეესკალაციისკენ. სამწუხაროდ, საპირისპიროდ ჩვენ ვერ მივიღეთ შემხვედრი ნაბიჯები. თუკი საუბარია დიალოგზე, ეს უნდა იყოს კონცენტრირებული დეოკუპაციაზე, ეს უნდა იყოს კონცენტრირებული იმ უმთავრეს პრობლემაზე, რომელიც არის საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის ყველაზე უფრო ხელისშემშლელი ფაქტორი. ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია. ამიტომ ჩვენს ყველა საერთაშორისო აქტორთან ერთად მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ ფორმატებს, რომ აღებული ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება იყოს შესრულებული. შემდგომ ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომელიც არის დაკავშირებული ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე და ა.შ. მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ის ფორმატები, მათ შორის, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner