logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: სახელმწიფო მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს და ის ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:36

 

„სახელმწიფო მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს და ის ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონებში ეკონომიკური განვითარებისთვის.

 

„ეს არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული. აქედან გამომდინარე მასზე საკუთრების უფლება არც ერთ კერძო ჯგუფს არ გააჩნია. ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დროულად შეასრულოს მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ეს პროექტი შეიკრას, მაგრამ ანაკლიის ბედი პირველ რიგში არის სახელმწიფოს ხელში, სახელმწიფო მხარს უჭერს ამ პროექტს და ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner