logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: არ არის დამტკიცებული, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სანდოა, რადგან საერთაშორისო სამართლის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს
- +

9 სექტემბერი. 2019. 23:04

 

 

„არ არის დამტკიცებული, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სანდოა, რადგან საერთაშორისო სამართლის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოხუმის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.

 

„განაგრძეთ მოძრაობა და გაიმარჯვებთ. არასდროს დანებდეთ. ხალხი გაერთიანებული და დაჯერებულია. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მიიღწევა მიზანი. იარაღი და აგრესია ვერ გაიმარჯვებს, თუ ხალხის განწყობა უფრო ძლიერია. რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებებზე შემიძლია ვთქვა, რომ მოქნილობა მეორე მხარის მიერ ყოველთვის არ არის მიჩნეული თავაზიანობად, არამედ მიჩნეულია სისუსტედ. ამიტომ, ვიყოთ ძლიერები, ზრდილობიანი, მაგრამ მტკიცე და ცხადი. არ არის დამტკიცებული, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სანდოა, რადგან საერთაშორისო სამართლის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს. ახორციელებს იმ კანონს, რომელიც მისთვის არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ სამართლიანი თამაშის წესებით უნდა ვიმოქმედოთ და პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ საიმედო“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner