logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რასმუსენის განცხადება ნიშნავს, რომ NATO მზად არის ალიანსში მიგვიღოს, თუმცა რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წავა
- +

10 სექტემბერი. 2019. 14:42

 

„მე ვფიქრობ, რომ რასმუსენის განცხადება მისი ინიციატივა არ იყო, გაახმოვანებინეს, უკეთეს შემთხვევაში, NATO-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ“, - ასე აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს NATO-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და NATO-ს მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

 

არეშიძე მიიჩნევს, რომ NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან NATO-ში მიგვიღონ, თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების გამო, არ წავლენ.

 

„NATO-ს ყოფილი გენეალური მდივნის ეს განცხადება თავისთავად ძალიან საინტერესო განცხადებაა. დაფიქრება ნამდვილად ღირს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს ამ თემაზე. ეს განცხადება გაეკეთებინა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს უკეთესი იქნებოდა, ბუნებრივია, მაგრამ მაინც საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მისი ინიციატივა არ არის, ეს გაახმოვანებინეს, სთხოვეს. უკეთეს შემთხვევაში, NATO-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიგიღებთ NATO-ში, ოღონდ რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წვალთ, რუსეთთან სადაო არის ოკუპირებული ტერიტორიები და ის ჩვენთვის არის მაინც თქვენი სახელმწიფოს ნაწილი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გამო, რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევალთ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

 

შეგახსენებთ, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს NATO-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

 

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს NATO-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს NATO-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ NATO-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას NATO-ში. ეს საქართველოსა და NATO-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner