logo_geo
eng_logo
დევიდ კრამერი: ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას
- +

10 სექტემბერი. 2019. 16:44

 

„ამოცანა არის იმ დაბრკოლებების განეიტრალება, რომელიც NATO-ში საქართველოს წევრობას თან ახლავს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

 

კრამერის თქმით, მთავარი მიზანი არის NATO-ს მოკავშირეების დარწმუნება, რომლებიც შესაძლოა, ღელავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების გამო საქართველოს გაწევრიანებაზე.

 

„საკითხი ეხება გზების ძიებას, თუ როგორ გაწევრიანდეს საქართველო NATO-ში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი რისკების ტარების გარეშე. არის ამის პრეცედენტები: კვიპროსი, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია. იდეა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიიღოს დაცვა, მაგრამ ასევე აღსანიშნავია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება, რომლებიც, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციასაც ახლა რუსეთი ახდენს. ამოცანა არის იმ დაბრკოლებების განეიტრალება, რომელიც NATO-ში საქართველოს წევრობას ახლავს თან. მიზანი არის NATO-ს მოკავშირეების დარწმუნება, რომლებიც შესაძლოა, ღელავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების გამო საქართველოს გაწევრიანებაზე. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  მიმდინარეობს, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ NATO-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს NATO-ში.

 

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner