logo_geo
eng_logo
ნდობის ჯგუფში ეკა ბესელიას ანრი ოხანაშვილი, არჩილ თალაკვაძეს კი ირაკლი ბერაია ჩაანაცვლებს
- +

10 სექტემბერი. 2019. 16:54

 

საპარლამენტო უმრავლესობამ ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში საკუთარი კვოტით დეპუტატი ანრი ოხანაშვილი წარადგინა. ამ გადაწყვეტილებით ოხანაშვილმა ნდობის ჯგუფში ეკა ბესელია შეცვალა. გარდა ამისა, ნდობის ჯგუფში მაჟორიტარი დეპუტატების კვოტით არჩილ თალაკვაძის ნაცვლად, ირაკლი ბერაია არის წარდგენილი.

 

ამასთან, პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლონაში ორი ვაკანტური ადგილი რჩება, სადაც კანდიდატების დასახელების უფლება უმრავლესობის გარეთ მოქმედ ოპოზიციურ ფრაქციებს და ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ.

 

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ ნდობის ჯგუფს წევრები აკლია, ის დროებით არ მუშაობს. მან შესაბამის სუბიექტებს კანდიდატების დროულად დასახელებისკენ მოუწოდა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner