logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ვაკვირდებოდი „ნაცმოძრაობის“ მცდელობას, საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ „დოიჩე ველეს“ აზრად გაესაღებინათ
- +

11 სექტემბერი. 2019. 10:39

 

„ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დანაყოფების ღიმილისმომგვრელ მცდელობას, რომ საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ შეესაღებინათ ჩვენი საზოგადოებისათვის, თითქოს ეს „დოიჩე ველეს“ აზრია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ეს მეთოდი მათი ბრძოლის ტრადიციული მეთოდია, თუმცა გაისად მოდის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ვფიქრობ, რომ ამ მეთოდებით ისინი ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, მომავალში არც ერთ ტყუილს უპასუხოდ არ დავტოვებდით, რასაც სამწუხაროდ, ვაკეთებდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომაც, ვპასუხობ ამ დიდ ტყუილს და ვღებულობ მონაწილეობას იმ დიდ ძალისხმევაში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავწიოთ და რომელსაც მხილება ჰქვია. როგორც ჩანს, ეს არის მათი რეაქცია იმ დიდ კრახზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი შრომის, მრავალწლიანი შრომის შედეგები დავანახოთ საზოგადოებას და არ ვიყოთ კონცენტრირებული იმ ტყუილებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ყიდიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“.

 

მოგვიანებით, „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა. სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner