logo_geo
eng_logo
ჯო ჯონსონი: შემზარავია ჩემთვის თუ როგორ დაკარგა თავშეკავება გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა
- +

11 სექტემბერი. 2019. 02:52

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში IRI-ის ყოფილი დირექტორის, Palm Strategies-ის პრეზიდენტის ჯო ჯონსონის სტატიის ქართულ თარგმანს ავრცელებს:

 

„მე მქონდა ბედნიერება მეცხოვრა და მემუშავა საქართველოში. ჩემმა სამსახურეობრივმა მოვალეობებმა ძალიან კარგად გამაცნო ქართველი ხალხი და მათი სითბო.

 

ამავდროულად, ვნახე ქართველი ხალხის სწრაფვა, როდესაც მათ აიძულებენ დაიცვან თავიანთი ღირსება.

 

ჩვენ შეგვიძლია მთელი დღის განმავლობაში ვიმსჯელოთ, სწორი იყო თუ არა პარლამენტის ვიცე-სპიკერის (ქალბატონი ირმა ინაშვილის) ქმედება, როდესაც დაურეგისტრირებლად ეწვია კონფერენციას, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

 

რაც შემზარავია ჩემთვის, არის ის, თუ როგორ დაკარგა თავშეკავება გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა და დახია უკან თავისივე დიპლომატიური მიღწევები მათ თვალში, ვის აზრსაც აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა - ქართველი ხალხის თვალში.

 

ჩემი აზრით, ეს არის მთავარი არსი. ერთი ნაბიჯი წინ - ორი უკან, - არ არის მომგებიანი სვლა არანაირ დიპლომატიაში.

 

აქვე ვდებ ვიდეოს, რომელიც თვალნათლივ ასახავს მოვლენებს, რათა თავად დარწმუნდეთ!“

 

https://agenda.ge/en/

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner