logo_geo
eng_logo
საქართველოს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ეწვევა
- +

11 სექტემბერი. 2019. 18:03

 

 

12-13 სექტემბერს თბილისს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი, NATO-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

 

ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

 

დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

 

საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება NATO-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

 

მედლინ მუნი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება.

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს  სოფელ დიდ ხურვალეთში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner