logo_geo
eng_logo
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
- +

11 სექტემბერი. 2019. 22:03

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კანდიდატების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას შეისწავლის.

 

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებიდან ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, რატი იონათამიშვილი, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე;

 

„პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე, დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით კი ლევან გოგიჩაიშვილი.

 

ჯგუფის წევრობის შეთავაზება, 1 კვოტით, მიღებული აქვს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასაც“, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას.

 

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ისინი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

 

გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფის წევრები იქნებიან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ჯონი ხეცურიანი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. ჯგუფის მუშაობაში, ასევე , ჩაერთვება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების არც ერთი წევრი

 

კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფს მუშაობისთვის განესაზღვრა 10 დღე. იურიდიული კომიტეტის ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენა და საჯარო განხილვები დაიწყება 23 სექტემბერს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner