logo_geo
eng_logo
საქართველოს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვია
- +

12 სექტემბერი. 2019. 10:55

 

თბილისს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი NATO-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

 

დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

 

საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

 

მედლინ მუნი NATO-ს სამეკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება.

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner