logo_geo
eng_logo
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა იწყება
- +

12 სექტემბერი. 2019. 11:44

 

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის განხილვა იწყება. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კანდიდატების პარლამენტში მოსმენების ყურება მოსახლეობას პირდაპირ ეთერში შეეძლება.

 

მისივე თქმით, განხილვებში ჩართვა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ყველა ფრაქციას შესთავაზეს.

 

„ჩვენ დავსვამთ ყველა შეკითხვას, რაც საინტერესოა საზოგადოებისთვის, იქნება ეს კრიტიკულიც. პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მიეცემა კითხვების დასმის შესაძლებლობადა ჩვენი მხრიდან ეს იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner