logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიიღო
- +

12 სექტემბერი. 2019. 15:33

 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი მიიღო.

 

მედლინ მუნი საქართველოს NATO-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან მართავს. შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

 

დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

 

საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება NATO-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან. მედლინ მუნი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner