logo_geo
eng_logo
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას
- +

15 სექტემბერი. 2019. 16:31

 

 

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვას ეხმაურებიან.

 

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვა, პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.

 

ჩვენ ვეკონტაქტებით ყველა მხარეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ძირს უთხრის სტაბილურობას. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისი დისკუსიების ყველა მონაწილეს, არსებული მექანიზმის ფარგლებში შეეცადონ გამოსავლის მოძიებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადების თანახმად, ამ და სხვა საკითხებს მომდევნო კონსულტაციების დროს განიხილავენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას დამატებითი სირთულეები არ შეექმნას და სრულად იყოს დაცული მათი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner