logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ხელისუფლება რუსულ ოკუპაციას არ შეურიგდება
- +

16 სექტემბერი. 2019. 14:32

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

„არ შემიძლია, ამ იაფფასიან და ფსევდოპატრიოტულ განცხადებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც ახლა ამ ტრიბუნიდან ისმოდა რამდენიმე წუთის წინ. მე მინდა, სრულიად პრინციპულად და დაბეჯითებით ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და ჩვენი საზოგადოება იქნება შეუვალი და შეურიგებელი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოკუპანტ გენერლებს მძღოლებად დაუდგნენ და კაციშვილმა არ იცის, თვალმოფარებულში კიდევ რით ასიამოვნებდნენ მათ. ამ ადამიანებისგან ჩვენ სახელმწიფოს შესახებ რჩევებს არ მივიღებთ, იმიტომ, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფო ინტერესებზე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner