logo_geo
eng_logo
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს
- +

16 სექტემბერი. 2019. 20:42

 

„მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის“, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

 

„დადებითად შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა მონაწილე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ძირითადი პრინციპების დაცვის მზადყოფნა შემდგომი ესკალაციისთვის თავის არიდების მიზნით ჩორჩანა-წნელისის რაიონში, მხარეები ასევე რჩებიან მშვიდობიანი გამოსავლის ძიების მომხრეები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მზადყოფნა აისახებოდეს ადგილზე მხარეთა წარმომადგენლობასა და მოქმედებებში“, - აღნიშნულია მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner