logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს შეხვდა
- +

16 სექტემბერი. 2019. 23:15

 

საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს შეხვდა.

 

მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში საქართველოს წარმატებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის არჩევნების საკითხზე.

 

„2013 წლიდან საქართველომ საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ამ ისტორიულ წარმატებას აღიარებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს სხვადასხვა სააგენტოები.

 

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა მაღალი საერთაშორისო ფორუმი გამოვიყენოთ საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრის ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნა ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრმა მარიამ ჯაშმა.

 

პარლამენტარ მარიამ ჯაშის განცხადებით, ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის პოსტი დღეისათვის ვაკანტურია და უახლოეს საათებში გადაწყდება ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. მისი თქმით, ამ პოსტზე საქართველოდან წარდგენილ კანდიდატს ნატა მენაბდეს უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს გლობალური ჯანდაცვის სისტემებში და ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი პოზიციები გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ კონკურენცია მაღალია, მაგრამ ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატი წარმატებული იქნება.

 

შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც დგას, როგორც საქართველო, ასევე ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებიც. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner