logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: თქვენ ტოქსიკური პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ
- +

17 სექტემბერი. 2019. 14:24

 

 

„როგორ შეიძლება, აღშფოთება არ გამოხატო იმაზე, რასაც ახლა ვუყურებთ და რაც გუშინ,  ევროინტეგრაციის კომიტეტზე ხდებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს.

 

ე. წ.  ევროპული და პროდასავლური ძალების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი,  სხვა არაფერია, თუ არა პრიმიტიული მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს ვიღაც ბლოკავს იმ პროცესს, რასაც ჰქვია დეოკუპაციის ნაწილი და თითქოს მათი მცდელობები, რომ ასეთი გულანთებულები ებრძვიან, ასე ვთქვათ, მონსტრს და ურჩხულს ჩვენი სახით, ხელს ვუშლით ამ პროცესში და განსაკუთრებული აღტკინებით იბრძვიან ამ საკითხზე. ძალიან კარგად იციან ის, რომ ამ რეზოლუციის კონკრეტული შედეგები შეიძლება საერთოდ არ იყოს არაფრის მომტანი, მაგრამ გათვლილი არის კონკრეტულად ემოციურ ფონზე საზოგადოებაში, იმიტომ, რომ ოკუპაცია ძალიან მტკივნეულად გადის თითოეული ჩვენი მოქალაქის ემოციაზე და შესაბამისად, ამ ემოციური ფონით მანიპულირების სურვილით არიან აღტკინებული და შესაბამისად, გუშინდელი დღე სხვა არაფერია, თუ არა ამის მცდელობა.

 

მაგრამ ერთი მტკივნეული საკითხი მინდა გავახსენო. სერგი კაპანაძე მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და უნდა გავახსენო ის, თუ რატომ ვერ შედგა სანქციები 2008 წელს, როდესაც ამის ყველაზე რეალური შესაძლებლობა იყო. არაფერს ახალს არ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ორი თუ სამი კვირის წინ მათმა მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, სწორედ ის, რომ იყო მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ჩამოსული  და უთხრა, რომ ეს პროვოკაციაა და ამ პროვოკაციის თავიდან აცილება იყო მათი პირველი ამოცანა, პრეზიდენტი სარკოზი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, იხსნა საქართველო უფრო ფართო ოკუპაციისგან და შეაჩერა რუსეთის ჯარის წამოსვლა დედაქალაქისკენ - მისი რეკომენდაცია არ გაიზიარეს, არ გაიზიარეს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, თავდაცვის მდივნის, მისი პრეზიდენტის, რომელსაც უკვე დღეს სხვა ეპითეტებით იხსენიებს მაშინდელი ბატონი პრეზიდენტი, საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა, რომ იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც დასავლეთში, კონკრეტული ადამიანები ძალიან კონკრეტული ჩვენი პარტნიორები გვთავაზობდნენ კონკრეტულ სქემას, როგორ გამოვსულიყავით ამ კრიზისიდან და არა ის, რომ თითქოს არავინ არ პასუხობდა აგვისტოში, გაეროში ზარს და თითქოს, სხვა ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ იყო, მივედით იქამდე, სადამდეც მივედით და საბოლოო ჯამში, თქვენი უგუნური, დაუფიქრებელი და სწორხაზოვანი პოლიტიკიდან გამომდინარე, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დადგა. და ამ შედეგთან ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ბრძოლა, თავის ტკივილი და ეს იქნება საკმაოდ დიდი ხნის ჭრილობა, რომელიც საზოგადოებამ და სახელმწიფომ მიიღო.

 

რაში გამოიხატება პრო ევროპულობა და პროდასავლურობა? არა იმ სწორხაზოვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არა იმ სწორხაზოვან და პრიმიტიულ პოლიტიკაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არამედ იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და თუნდაც, ამ პარლამენტშია. თუნდაც ის, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. აი ამაში მდგომარეობს. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება, საქართველოში ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და თუნდაც, ანტიდასავლური, იმიტომ, რომ დასავლური პოლიტიკური აზროვნება გულისხმობს იმას, რომ თუნდაც, დასავლეთის მიმართ შეიძლება, კრიტიკული აზრი არსებობდეს და ეს აზრი არის ლეგიტიმური ზოგ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თუ არა იმ მეინსტრიმ პოლიტიკურ იდეას, რომელიც იმ ქვეყანაში შეიძლება იყოს. ზუსტადაც რომ თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი გარემო და თავისუფალი პოლიტიკური სივრცე არის ის, რასაც დასავლური პოლიტიკური სისტემა ჰქვია და თქვენ ამისგან ყველაზე შორს  ხართ და თქვენ ხართ ღრმა ბოლშევიკურ პოლიტიკურ აზროვნებაში ჩარჩენილები, რომლებიც ვერ აცნობიერებთ, რომ არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული შეხედულება შეიძლება ჰქონდეს.  ბატონმა თავმჯდომარემ თქვენ ადრე დაგარქვათ „ტოქსიკური ძალა“ და ზუსტად, რომ თქვენ ტოქსიკური პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ. იმიტომ, რომ მე მესმის, არ ვართ იდეალურები, ბევრი შეცდომა გაქვთ დაშვებული ამ 7-8 წლის განმავლობაში, ეს შეცდომები ჩვენი შეცდომები და პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველა ის პროტესტი, რომელიც ჩვენს მიმართ არის წარმოთქმული და რომელიც, შეიძლება, ძალიან ლეგიტიმური და გულწრფელი იყოს, თქვენ დაამახინჯეთ და აქციეთ იმ მანიპულირების იარაღად, რომელიც თითქოსდა გაძლევთ გარკვეულ პოლიტიკურ ქულებს, რაც, საბოლოო ჯამში, თქვენი ფრუსტრაციით დამთავრდება. თქვენ რეალურად დამთავრდებით, არა იმიტომ, რომ თქვენ დაგამთავრებთ ვინმე, არამედ პოლიტიკურად დამთავრდებით, იმიტომ, რომ ამას გზა აღარ აქვს. ღმერთმა დაიფაროს საქართველო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის განმეორებისგან. ეს ასევე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, იმიტომ, რომ ჩემთვის თქვენ ერთი ძალა ხართ, უბრალოდ, განსხვავებული ელფერი შეიძინეთ, ცდილობთ, ერთმანეთს გაემიჯნოთ, მაგრამ ვერ გაემიჯნებით, თქვენ ერთი პოლიტიკური დანაშაულის ნაწილები ხართ“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner