logo_geo
eng_logo
ირაკლი აბესაძე: თუ კომპანია რუსეთის სახელმწიფოსთანაა კავშირში, ასეთი კომპანია პორტის მშენებლობაში ჩართული არ უნდა იყოს
- +

20 სექტემბერი. 2019. 15:05

 

„თუ რომელიმე კონკრეტული კომპანია რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირშია ან მათი საქმიანი რეპუტაცია ეჭვს იწვევს, ასეთი კომპანიები პორტის მშენებლობაში არ შეიძლება ჩართული იყოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ კომპანია „Capital Limited“- თან დაკავშირებით, რომელიც ხაზარაძემ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინგლისურ კომპანიად წარუდგინა.

 

„თუ რომელიმე კონკრეტული კომპანია ან რუსეთის სახელმწიფოსთან მათი ინტერესების შესაბამისად კავშირშია ან მათი საქმიანი რეპუტაცია ეჭვს იწვევს, რა თქმა უნდა ასეთი კომპანიები პორტის მშენებლობაში არ შეიძლება ჩართული იყოს“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებას ანაკლიის პროექტში რუსული ინტერესების გატარებაში სდებდნენ ბრალს, დღეს ხაზარაძეს მოუწოდებენ ახსნას რუსული ინტერესების მქონე კომპანიასთან მისი კავშირები.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner