logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტით დაუშვა
- +

21 სექტემბერი. 2019. 00:05

 

„გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტით დაუშვა, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ჩვენი ნება ასეთია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

 

„კორუფციის შესაძლო ნიშნებზე ოპოზიცია არ საუბრობს, ამაზე მთავარი პროკურატურა საუბრობს. ამ საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. პროკურატურის დისკრეციაა, ისაუბროს იყო თუ არა კორუფცია და არა პოლიტიკოსების, რომლებიც თავის პოლიტიკურ ინტერესებს დასდევენ. ოპოზიცია ისაუბრებს კორუფციასა და გადაცდომებზე, ეს მათი ჩვეულებრივი ტექსტია, მათგან სხვას არც მოველით. ამ სფეროში საერთოდ განუკითხაობა იყო, ვის იწყალებდნენ, რატომ და დამნაშავეებსა და უდანაშაულო ადამიანებს როგორ ეპყრობოდნენ, ყველას ახსოვს. დღეს ეს ადამიანები აქტიურობენ. ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner