logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს, არავის უნდა ჰქონდეს
- +

21 სექტემბერი. 2019. 14:31

 

 

„ჩვენ ზუსტად ვიცით საზოგადოების საჭიროებები და ჩვენ ამას ვუპასუხებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წითელი ბარათის ჩვენებას.

 

„ბევრი ადამიანი ამბობდა და შეიძლება დავეთანხმო კიდეც, რა შუაში იყო გუშინ ოკუპაცია, ვერავინ გაიგო. ეს ადამიანები ამას სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებისთვის იყენებენ. რაღაც თამაშს დაემსგავსა, იმ წესებით, რომელიც რეალობასთან შეხებაში არ არის. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერი, თუნდაც, ერთი ადამიანისგან პროტესტს და კრიტიკას, თუ მას რაიმე საფუძველი გააჩნია, მაგრამ როცა მოგონილი და ტყუილი ბრალდებებით ხდება რაღაცის გაპროტესტება, ეს ბუნებრივია, საზოგადოების აღქმაში კარგად არ ჩანს.

 

ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ მათ არ გააჩნიათ რესურსი, საზოგადოებაში ტყუილები ბოლომდე გაიტანონ. ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს, არავის უნდა ჰქონდეს. ჩვენ ზუსტად ვიცით საზოგადოების საჭიროებები და ჩვენ ვპასუხობთ ისეთი ღონისძიებებით, როგორსაც დღეს ვატარებთ და ჩვენ ამას ვუპასუხებთ, მაგალითად, საშემოდგომო სესიის დამთავრების შემდეგ, როცა ათი მიმართულებით კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვექნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner