logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა, მაგრამ მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია
- +

22 სექტემბერი. 2019. 17:14

 

„ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა და განსაზღვრა, მაგრამ რეალობაში მიუჩინა, მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

„ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება ვედავოთ საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის თემა, რომელიც მთელი მსოფლიოს დღის წესრიგშია. რასთან მიმართებაში გადმოსწიეს, სადმე იცოდით, არსებობს საზღვარი სადმე? საზღვარი არის განსაზღვრული 2007 წლის სააკაშვილის ბრძანებულებით, რომელიც იმეორებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ საზღვარს. ჯიპიარესებით დარბიან ახლა და ამ საზღვარს მიყვებიან. რასაკვირველია, ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა და განსაზღვრა, მაგრამ რეალობაში მიუჩინა, მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner