logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სტაბილურობის თემა არის მთავარი, რასაც უნდა მოემსახუროს პროპორციული არჩევნები
- +

22 სექტემბერი. 2019. 17:20

 

„სტაბილურობის თემა არის მთავარი, რასაც უნდა მოემსახუროს პროპორციული არჩევნები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მცხეთაში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მიმდინარეობს, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.

 

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე იმიტომ დავთანხმდით, რომ დავინახეთ, რომ საზოგადოებას მოთხოვნილება აქვს იყოს პოლიტიკური პარტიების კოალიციური პასუხისმგებლობა, არ დავუშვათ ის, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს მთლიანი ძალაუფლება ხელში. ახლა ეს ცოტა სახიფათოც არის, ვინაიდან, 2024 წლისთვის ველოდებოდით, რომ პოლიტიკოსების ახალი თაობა შეძლებდა ამას. 2020-ში გაჭირდება კოალიციური პასუხისმგებლობის აღება და დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენ ერთმანეთში გაგვაჩნია, შეიძლება გადაედოს საზოგადოებასაც და სწორედ იმიტომ წავედით იმ ნაბიჯზე, რომ საზოგადოებაში იყოს უფრო მეტი კონსესუსი, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს შორის არის. სტაბილურობის თემა არის მთავარი, რასაც უნდა მოემსახუროს პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ვარიანტის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ბლოკების გარეშე. ოპოზიცია კი ითხოვს, რომ დაწესდეს 3 პროცენტიანი ბარიერი და მოხდეს ბლოკების დაშვება. ამავდროულად ოპოზიცია მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც გეგმავს,

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner