logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბაბუშერას ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა - ქედს ვიხრით ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე
- +

22 სექტემბერი. 2019. 17:23

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაბუშერას ტრაგედიის 26 წლისთავს ეხმაურება.

 

„ბაბუშერას ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ გმირ ვაჟკაცებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სიძლიერეს. ქედს ვიხრით ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. თითოეული ჩვენგანი მუდამ იამაყებს მათი სახელებით“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ბაბუშერას ტრაგედია 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. თვითმფრინავს რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მიფრინავდა, აფხაზური კატარღიდან საზენიტო რაკეტა ესროლეს. თვითმფრინავში 120 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ცოცხალი მხოლოდ 16 ადამიანი გადარჩა. ბაბუშერას სამარხის გახსნის შემდეგ, 104 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა და ისინი დიღმის ძმათა სასაფლაოზე არიან დაკრძალულები.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner